ზაზა ურუშაძის ,,მანდარინები'' ,,ოქროს გლობუსზე'' საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში დასახელდა. ნომინაციაში ათობით უცხოური ფილმი მინაწილეობდა, პირველობისთვის მხოლოდ 5 ფილმი იბრძოლებს, მათ შორის ,,მანდარინებიც''. ,,მანდარინები'' ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა. ოქროს გლობუსზე ის სწორედ ესტონეთმა წარადგინა.
ფილმს სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებზე 20 ზე მეტი პრიზი აქვს მოპოვებული.
,,ოქროს გლობისის'' 11 იანვარს, დაჯილდოების ცერემონიალზე, სადღესასწაულო ცერემონიას მსახიობები: თინა ფეი და ემი პოლერი გაუძღვებიან.
No comments:
Post a Comment